LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპა ელექტროქარების მხარდასაჭერად ახალ ზომებს მიიღებს

112
ევროპა ელექტროქარების მხარდასაჭერად ახალ ზომებს მიიღებს

ევროპა ელექტრომობილების მეტი პოპულარიზაციისთვის ახალ პროგრამას იწყებს. სიახლეს უკვე განიხილავს ევრო კომისია და მისი მიღების შემთხვევაში ის მთელი ევროკავშირის მასშტაბით გავრცელდება. ამასთან ერთად იწყება ასევე სტრატეგიული დიალოგი, რომლის მიზანიც ადგილობრივი ავტომწარმოებლების დახმარებაა, რათა რთული პერიოდის გადატანა შეძლონ.

ეკონომიკურ ფორუმზე გამოსულმა გერმანიის კანცლერმა დააზუსტა, რომ მომავალი ელექტრომობილებს ეკუთვნით და ისინი ვინც განსხვავებულად ფიქრობენ, ევროპულ წარმოებას უქმნიან საფრთხეს. ტექნოლოგიის ცვლილება ევროპის უმთავრეს მიზნად რჩება და მომავალ რამდენიმე წელს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. ევროპას აქვს ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ ტექნოლოგიური რბოლა განაგრძოს.

რაც შეეხებათ ავტომწარმოებლებს, მათთან მუდმივი შეხვედრები იგეგმება, ისევე როგორც დიდ აქციონერებთან და პროფკავშირებთან, რათა სამომავლო ნაბიჯები მაქსიმალურად სწორად განისაზღვროს. რამდენად ეფექტური იქნება ასეთი ფორმატი – რთული სათქმელია. თუმცა, თუკი ევროპა რამეს არ მოიმოქმედებს, ავტო მწარმოებელთა ნაწილი სერიოზულ კრიზისში აღმოჩნდება. მაგალითად, Volkswagen ან Stellantis, რომელთაც სერიოზული სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადალახვა უწევთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები