LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიაში ახალი ელექტრომობილები მეორადებზე იაფად იყიდება

110
1098x1098 (2)

იაპონიაში ელექტრომობილების ბაზარზე უჩვეულო ვითარება შეიქმნა – სახელმწიფო სუბსიდიების წყალობით ახალი ელექტრომობილის შეძენა ზოგ შემთხვევაში უკვე უფრო იაფია, ვიდრე ანალოგიური მეორადი ავტომობილის.

გამოცემა Nikkei Asia-ს ინფორმაციით, ტოკიოს მცხოვრებლებს ახალი Nissan Sakura-ს ყიდვა მეორად ბაზარზე არსებული იმავე მოდელის ავტომობილზე ნაკლებ ფასად შეუძლიათ.

ცვლილება 1-ლი ივლისიდან ამოქმედებულმა სახელმწიფო პროგრამამ განაპირობა. ტოკიოს ხელისუფლებამ ელექტრომობილების შესაძენად მაქსიმალური სუბსიდია 1,3 მილიონ იენამდე გაზარდა, ხოლო დამუხტვადი ჰიბრიდებისთვის შეღავათი 1,15 მილიონ იენს აღწევს.

მაგალითად, Nissan Sakura-ს საწყისი ფასი 2 448 600 იენია, თუმცა ფედერალური და ადგილობრივი სუბსიდიების შემდეგ ტოკიოს მცხოვრებლებისთვის მისი ღირებულება დაახლოებით 1,2 მილიონ იენამდე მცირდება.

ამავე დროს, სახელმწიფო შეღავათები მეორად ავტომობილებზე არ ვრცელდება. შედეგად, ერთი-ორი წლის ასაკის Nissan Sakura-ები, მცირე გარბენით, დილერებთან და აუქციონებზე 1,5-1,8 მილიონ იენად იყიდება, რაც ახალი ავტომობილის სუბსიდირებულ ფასზე მნიშვნელოვნად მაღალია.

ანალიტიკოსების შეფასებით, იაპონურ ბაზარზე კონკურენცია განსაკუთრებით ჩინური მწარმოებლების გააქტიურებამ გაამწვავა. სწორედ ამიტომ, ადგილობრივ კომპანიებს ბაზრის შესანარჩუნებლად სახელმწიფო მხარდაჭერასთან ერთად ფასების შემცირებაც უწევთ. უკვე ივლისში გაყიდვაში ჩაეშვება BYD-ის ახალი ელექტრო kei-კლასის მოდელი Racco, რომელიც Nissan Sakura-ს პირდაპირ კონკურენტად მიიჩნევა.

<