თაკო კორინთელი თვლის, რომ მისი ჯანმრთელობის პრობლემები ჯადოს ბრალია.
ამის შესახებ თაკომ გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ ისაუბრა.
„არ ვიცი ამ ყველაფერს როგორ უნდა ვებრძოლო. ერთადერთი ბრძოლა რაც არის, მე მართლმადიდებელი ვარ, მორწმუნე ვარ, ვცდილობ ყველაფერი ისე დავიცვა, როგორც მართლმადიდებელ ადამიანს შეეფერება. ნაზიარები ვარ და ზუსტად ვიცი, რომ ეს ყველაფერი არის ჩემი დაცვა,“ – აღნიშნა თაკომ.