LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bugatti-მ ჰიპერქარების თვალთვალის სისტემა შექმნა

96

კომპანია Bugatti-მ დისტანციური მონიტორინგის სისტემა და ჰიპერქარ Chiron-ისთვის განახლებული შიდა პროგრამული უზრუნველყოფა შეიმუშავა. ის საშუალებას იძლევა შესაძლო ტექნიკური პრობლემის დიაგნოსტირება მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს.

თითოეული ავტომობილიდან მონაცემები ერთიან ცენტრში ხვდება, რომელიც მარკის შტაბ-ბინაში, ფრანგულ მოლსაიმშია განთავსებული. სულ სისტემა 10 000 სიგნალს ავტომობილის სხვადასხვა საკვანძო ნაწილიდან ამუშავებს: ძრავიდან, ტრანსმისიიდან, სინათლის ტექნიკიდან, მუხრუჭებიდან და კლიმატ-კონტროლიდანაც კი.

სიგნალების გაცვლა და ანალიზი რეალური დროის რეჟიმში ხდება – წინათ რაღაც ამდაგვარი მხოლოდ ფორმულა ერთის ბოლიდებისთვის იყო ხელმისაწვდომი. ჩაშენებული მექანიზმის საშუალებით შესაძლებელია დისტანციურად მოხდეს პროგრამული უზრუნველყოფის განახლება ან გარკვეული ინსტრუმენტების შეცვლა.

ჰიპერქარი Bugatti Chiron და მისი „დრავერული“ ვარიანტი Sport აღჭურვილია W16 8.0 ლიტრის მოცულობის ძრავითა და ოთხი ტურბოდამბერით. აგრეგატის სიმძლავრე 1 500 ცხენის ძალაა. ნულიდან ას კილომეტრს ჰიპერქარი 2,4 წამში ავითარებს. მაქსიმალური სიჩქარე კი 420 კილომეტრ/საათია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები