რიყის პარკთან არსებულ შენობა-ნაგებობაში დაღუპული მოზარდის დედის ინტერვიუს ტელეკომპანია „პირველი“ ავრცელებს.
მოზარდის დედა ტელეკომპანიასთან მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით შვილის მეგობრების მონაყოლს იხსენებს. დედა ამბობს, მისი შვილი „დოქების“ მიმდებარედ წყლით სავსე ადგილზე ჩავარდა, მეგობრები კი დაიბნენ და შველა ვერ შეძლეს.
მისივე თქმით, მძიმეა ტრაგიკულად დაღუპული მოზარდის იოსებ ადეიშვილის მეგობრების ემოციური მდგომარეობა.
„სამწუხაროდ, ტრაგედია დატრიალდა კერძო ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში“ – რა განცხადებას ავრცელებს თბილისის მერია მოზარდის დაღუპვის ფაქტზე
„თბილისის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მოზარდის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს“
„ჩემი ბიჭი ჩემი დიდი ფრთა იყო, ისე მძიმედ გავზარდე, ყველაფერი გავიარეთ ქირიდან ქირამდე, მეუბნებოდა – დედა არაფერი არ მაქვს, ჩემი ოთახი არ მაქვს…
დაიბნენ პატარები და ვერაფერი ვერ უშველეს. ისე ყვიროდა ბავშვი დამეხმარეთო, მიშველეთო. ახლოს იდგნენ, ტუალეტი უნდოდა და ამ ბიჭებმა რომ გაიგეს იოსების ხმა…
დოქებთან წყალი იყო დამდგარი სამ მეტრიანი. ბავშვები მიყვებიან, რომ ჩავარდაო და ჩვენ ისეთი დაბნეულები ვიყავითო… ბავშვები ისეთ ცუდ მდგომარეობაში არიან, ტირიან, ფსიქოლოგებთან დაჰყავთ მშობლებს.
ისეთი დაბნეული ვარ, ძალა არ მაქვს, მეცოდება ჩემი ბიჭი, რომ არ ვიცი ვის უნდა დავაბრალო – გამგეობას, მერიას, ვინ არის პასუხისმგებელი? ქალაქის მერი ჩვენი, კახი კალაძე შეიძლება ყურადღებას მიაქცევს ამ ამბავს, იმედი მაქვს“, – ამბობს ტრაგიკულად გარდაცვლილი ბავშვის დედა ტელეკომპანია „პირველთან“.
❗ პირველი ინტერვიუ რიყის პარკის ტერიტორიაზე გარდაცვლილი მოზარდის დედასთან
Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on ოთხშაბათი, 29 იანვარი, 2025