LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროსაბჭომ საქართველოზე ისეთი რეზოლუცია მიიღო, რუსეთს, აზერბაიჯანს და ბელორუსს არ უდებს ტოლს – რეზოლუციის მოკლე შინაარსია – ცეცხლი ოლიგარქიას“ – ნიკა გვარამია

254
ნიკა გვარამია

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს, პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც გვარამია წერს, „რეზოლუციის მოკლე შინაარსია – ცეცხლი ოლიგარქიას“.

„ევროსაბჭომ საქართველოზე ისეთი რეზოლუცია მიიღო, რუსეთს, აზერბაიჯანს და ბელორუსს არ უდებს ტოლს.

ევროკავშირში მიგვიღებენ კი არა, ევროსაბჭოდანაც გაგვრიცხავენ, ქოცები თუ არ გადავცალეთ სანაგვეში.

რეზოლუციის თანახმად:

„ქართულ ოცნებას“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში შერჩა დელეგაციის ყოლის ფორმალური უფლება, თუმცა ასამბლეის წევრის ფაქტობრივად ყველა ფუნქცია და პრივილეგია ჩამოერთვა.

რაც მთავარია, აპრილში მათი უფლებამოსილების საკითხთან დაბრუნებამდე, „ოცნებას“ აქვს შემდეგი პირობები:

  1. ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა უახლოეს თვეებში, მკაცრი საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ, დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ცესკოს პირობებში
  2. პოლიტიკური პატიმრების გამოშვება აპრილამდე
  3. მოძალადეების პასუხისგებაში მიცემა და ძალადობის დასრულება
  4. რუსული კანონის მთლიანად გაწვევა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნების გათვალისწინება
  5. განაგრძოს ევროინტეგრაცია ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი რეფორმების გატარების საფუძველზე

p.s რეზოლუციის მოკლე შინაარსი: ცეცხლი ოლიგარქიას!“, – წერს ნიკა გვარამია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g