აშშ-ს სავაჭრო ნიშნებისა და პატენტების საიტზე გაჩნდა დოკუმენტი, სადაც კომპანია Ford სატრანსპორტო საშუალების კონცეფციას აღწერს, რომელსაც ცილინდრული სალონი აქვს და ძალიან ჰგავს „კარუსელს“. სავარაუდოდ, ასეთი სიახლის გამოყენებას ავტომწარმოებელი უპილოტო სატრანსპორტო საშუალებებზე გეგმავს.
Ford-ის ჩანაფიქრით, სამგზავრო განყოფილების ცენტრში მაგიდა იქნება, მის გარშემო კი სავარძლები. ისინი იშლებიან და თითოეული მათგანი მოძრავ საფეხურზეა, რომელიც რელსზეა მიმაგრებული. იატაკი სავარძლებთან, მაგიდასთან და კედლებთან ერთად ელექტროძრავის საშუალებით მთლიანად ტრიალება.
სამგზავრო სივრცეს გუმბათის მაგვარი სახურავი აქვს, რომელიც შესაძლოა მინისგან იყოს დამზადებული.
საპატენტო განაცხადში ასევე მოხსენიებულია გამოსაწევი მაგიდაც, რომელიც უსაფრთხოების ბალიშით არის აღჭურვილი – კომპანიამ ასეთი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2017 წლის შემოდგომაზე დააპატენტა.


