LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახლა ეთერ თურაძეს ვუსმინე – მზია ამაღლობელის უპირველეს მეგობარს და თანამებრძოლს. თქვა, კობახიძეს შევხვდები და ყველა ინფორმაციას მივაწვდი, რაც გადაწყვეტილების მიღებისთვის შეიძლება დასჭირდესო“ – ია ანთაძე

590
2025-01-30_22-30-04_239132

ახლა ეთერ თურაძეს ვუსმინე – მზია ამაღლობელის უპირველეს მეგობარს და თანამებრძოლს. თქვა, კობახიძეს შევხვდები და ყველა ინფორმაციას მივაწვდი, რაც გადაწყვეტილების მიღებისთვის შეიძლება დასჭირდესო, – აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ია ანთაძე წერს.

მისივე თქმით, ეს ამბავი ახსენებს ტროას მეფეს, პრიამოსს, რომელმაც საკუთარი შვილის მკვლელს ხელები დაუკოცნა.

ანთაძე ტექსტში აღნიშნავს, რომ მზიამ ყველაზე უკეთესად იცის, ეთერისთვის რას ნიშნავს კობახიძესთან შეხვედრა

„ახლა ეთერ თურაძეს ვუსმინე – მზია ამაღლობელის უპირველეს მეგობარს და თანამებრძოლს. თქვა, კობახიძეს შევხვდები და ყველა ინფორმაციას მივაწვდი, რაც გადაწყვეტილების მიღებისთვის შეიძლება დასჭირდესო.

და აქ გამახსენდა ტროას მეფე პრიამოსი, რომელმაც ხელები დაუკოცნა თავისი შვილის მკვლელ აქილევსს და დიდძალი ძღვენით გამოისყიდა ჰექტორის ცხედარი. თან ეუბნებოდა: „შემიბრალე, ნახე, რას მოვესწარი – ჩემი შვილის მკვლელ საძულველ ხელებს გიკოცნიო!”

ერთ-ერთი ყველაზე სულისშემძვრელი ეპიზოდია მსოფლიო ლიტერატურაში.

მზიამ ყველაზე უკეთესად იცის, ეთერისთვის რას ნიშნავს კობახიძესთან შეხვედრა. მზიაც და ეთერიც – ორივე ერთმანეთის თანასწორი გმირია ჩემთვის. ყოველთვის ასე იყო და ახლაც ასეა!
თავისუფლება მზიას!“, – წერს ია ანთაძე.

„მოვითხოვთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!“ – პოლიტიკური პარტიების 300-ზე მეტი ქალი წევრი განცხადებას ავრცელებს

შეგახსენებთ, მედიასაშუალებების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი, რომელსაც 14 იანვარს პატიმრობა შეუფარდეს, უკვე მე-19 დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი: „მზია ამაღლობელის საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და უსამართლოა, მოვუწოდებთ ქართველ მაღალჩინოსნებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ და საჭირო სამედიცინო დახმარება გაუწიონ“

„მინდა ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო მზია ამაღლობელს, ნებისმიერ პატიმარს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს, მაგრამ როცა პოლიციელს ხელს არტყამ, ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი“ – კახა კალაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g