LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გახარიას იქ არც ერთი ბრძანება არ გაუცია…კაუჩუკის ტყვიები შესყიდული იყო 2011 წელს, 2019 წლამდე არ გამოყენებულა, ანუ ტყვიები გახმა…“ – რას ჰყვება ირაკლი შაიშმელაშვილი 20 ივნისის შესახებ

509
2025-01-31_00-03-20_632872

გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას „იქ არა­ნა­ი­რი ბრძა­ნე­ბა არ გა­უ­ცია“, – ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ოპე­რა­ტი­უ­ლი და­გეგ­მვის სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი უფ­რო­სი, ირაკ­ლი შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი 2019 წლის 20 ივ­ნისს „ფორმულას“ ეთერში იხ­სე­ნებს.

მისივე თქმით, კაუჩუკის ტყვიები შესყიდული იყო 2011 წელს, 2019 წლამდე არ გამოყენებულა, ანუ ტყვიები გახმა.

„გი­ორ­გი კა­კი­ჩაშ­ვი­ლი იყო მა­შინ გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი, მე ვი­ყა­ვი შიდა ქარ­თლის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე. ბრძა­ნე­ბა მე უშუ­ა­ლოდ დი­რექ­ტო­რის­გან მი­ვი­ღე. ცენ­ტრა­ლურ შე­სას­ვლელ­თან ვი­ყა­ვი ჩემი ქვე­და­ნა­ყო­ფით გან­ლა­გე­ბუ­ლი და დი­რექ­ტო­რი გას­ცემ­და ამ ბრძა­ნე­ბას.

მე გა­ხა­რი­ას დამ­ცვე­ლად ვერ გა­მოვ­დგე­ბი, მაგ­რამ გა­ხა­რი­ას იქ არც ერთი ბრძა­ნე­ბა არ გა­უ­ცია. ად­გილ­ზე ოპე­რა­ცი­ას, ღო­ნის­ძი­ე­ბას მარ­თავ­და კახა სა­ბა­ნა­ძე, რო­მე­ლიც იყო იმ პე­რი­ოდ­ში მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე.რაც შე­ე­ხე­ბა დე­პარ­ტა­მენტს – გი­ორ­გი კა­კი­ჩაშ­ვი­ლი იყო დი­რექ­ტო­რი, უშუ­ა­ლოდ მე და ჩემი კო­ლე­გე­ბი ბრძა­ნე­ბებს ვი­ღებ­დით გი­ორ­გის­გან რა­დი­ო­სად­გუ­რის სა­შუ­ა­ლე­ბით.

რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე ბრძა­ნე­ბა არ გა­ცე­მუ­ლა, ცალ­სა­ხად შე­მიძ­ლია და­გი­დას­ტუ­როთ, არც რა­დი­ო­სად­გურ­ში, არც სი­ტყვი­ე­რად, ბრძა­ნე­ბა გა­ი­ცა მხო­ლოდ გა­ზის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე.

ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ვი­სა­უბ­როთ ვერ­სი­ებ­ზე, ამას მტკი­ცე­ბით ფორ­მას ვერ მივ­ცემთ – ზო­გა­დად, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მი­მართ რომ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მხრი­დან წნე­ხი იყო, ეს უდა­ვო არის, შე­საძ­ლოა რო­მე­ლი­მემ ამას ვერ გა­უძ­ლო და და­ი­წყო ამის გა­კე­თე­ბა, და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­ის­რო­ლა და მერე უკვე დო­მი­ნოს პრინ­ცი­პით მიჰ­ყვა.

არა­ნა­ი­რი დათ­ვის ტყვი­ე­ბი არ არ­სე­ბობს ბუ­ნე­ბა­ში, ეს არის სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და ეს პა­ტა­რა ე.წ. ყვი­თე­ლი რა­კე­ტა, რომ­ლი­თაც ამ­ხე­ლა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღეს მა­შინ მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, იდე­ა­ში, ეს არის კა­უ­ჩუ­კის მა­სა­ლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი. ამ მა­სა­ლას, ანუ ამ ტყვი­ას აქვს უბ­რა­ლოდ შე­კა­ვე­ბის ეფექ­ტი.

ადა­მი­ანს რომ მოხ­ვდეს, თვალ­ში თუ მოხ­ვდა და თა­ვის არე­ში, ბუ­ნებ­რი­ვია, და­ზი­ა­ნე­ბას გა­მო­იწ­ვევს, მაგ­რამ არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რბი­ლი კა­უ­ჩუ­კი. ესე­ნი მერე აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ ჩვენ, როცა ეს 20 ივ­ნი­სი მოხ­და. ეს ტყვი­ე­ბი შეს­ყი­დუ­ლი იყო 2011 წელს და 2011 წლი­დან 2019 წლამ­დე ეს ვაზ­ნე­ბი არ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლა, არც ვინ­მემ იცო­და ამ ვაზ­ნე­ბის ეფექ­ტის შე­სა­ხებ.

ანუ ვაზ­ნე­ბი გახ­მა. ანუ ის კა­უ­ჩუ­კის ვაზ­ნა, რო­მელ­საც უნდა ჰქო­ნო­და შე­კა­ვე­ბის ეფექ­ტი აღ­მოჩ­ნდა ლე­ტა­ლუ­რი და გა­მო­იწ­ვია ის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შე­დე­გე­ბი, რაც მი­ვი­ღეთ.

ეს ვაზ­ნე­ბი შემ­დეგ ამო­ვი­ღეთ მთლი­ა­ნად შე­ი­ა­რა­ღე­ბი­დან, მაგ­რამ მძი­მე შე­დე­გი მომ­ხდა­რი იყო“, – განაცხადა შა­იშ­მე­ლაშ­ვილ­მა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g