LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპმა ახალი საპრეზიდენტო ლიმუზინი მიიღო

104

აშშ-ს საიდუმლო სამსახურმა დონალდ ტრამპისთვის ახალი საპრეზიდენტო ლიმუზინი მიიღო. Cadillac-ის სახალხო დებიუტი, რომელსაც მხეცის სახელით მოიხსენიებენ (The Beast) უახლოს მომავალში შედგება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Fox News ავრცელებს.

„ჩვენს წინაშე წამოყენებული ამოცანა შევასრულეთ და ავტომობილი კლიენტს გადავეცით. ჩვენი მოლოდინით ის ექსპულატაციაში წლის ბოლოს ჩაეშვება“ – განუცხადა ჟურნალისტებს Cadillac-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა იოჰან დე ნაისენმა.

მიმდინარე თაობის ლიმუზინი საზოგადოებამ 2009 წლის იანვარში იხილა, ბარაკ ობამას ინაუგურაციის დროს.

უცნობია, რომელ პლატფორმაზეა აწყობილი ავტომობილი, ასევე საიდუმლოდ რჩება, რა მოცულობის ძრავი აქვს. ლიმუზინი 130 მილიმეტრიანი ტყვია გაუმტარი მინებით და ჰერმეტული ჯავშან-კაპსულით არის დაკომპლექტებული, რომელსაც ქიმიური იარაღისგან შეუძლია დაცვა.

გარდა ამისა, საპრეზიდენტო ავტომობილი ღამის ხედვის სისტემით, ცრემლდენი გაზის იარაღით, ჟანგბადის ავზებით და დაჯავშნილი საწვავის ავზით არის აღჭურვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები