„რუსთავი 2“-ის იუმორისტული გადაცემის „პაატა გულიაშვილისა და ნიკა არაბიძის“ შოუს გასულ ეპიზოდს მსახიობი ბექნუ ქაფიანიძე სტუმრობდა.
გადაცემის დასასრულს გადაცემის სტუმარმა და „ქსოვრელებმა“ მაყურებელს ექსპერიმენტი შესთავაზეს – მათ სიმღერა „რა ლამაზია თუშეთი“ შეასრულეს და აუდიტორიის ოვაციებიც დაიმსახურეს.
„გაიხარე ბექნუ, ზურა ქაფიანიძის შვილი სხვანაირი არ იქნები!“, „ბუმბერაზი ადამიანის, დიდი მსახიობის ღირსეული მემკვიდრე! გენის ზეიმია!“ „ლექსებს როგორ კითხულობს, სიმღერა ხომ არაჩვეულებრივია“, – წერენ ვიდეოს კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები.
ბექნუ ქაფიანიძის და ქსოვრელების ექსპერიმენტი
Posted by პაატა გულიაშვილის და რუსთავი2-ის იუმორისტული გუნდი on Thursday, January 30, 2025