მეუფე იობს დედა, მონაზონი მართა გარდაეცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„გარდაიცვალა მეუფე იობის ხორციელი დედა, მონაზონი მართა 😢 უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველში ☦️
შარშან კი, გარდაეცვალა მეუფე იობს ხორციელი და.
რა ბედნიერებაა სასულიერო პირისთვის, როცა დედაც მონაზონი გახდება და დაც.
უფალმა მოიხსენიოს მათი სულები, სადაცა მართალნი განისვენებენ ☦️
მეუფე იობს,კი ნუგეში მიმადლოს უფალმა“, – ვკითხულობთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.