დღეს ყურადღებას ითხოვს მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი, რომელიც 14:21-დან 00:00-მდე გასტანს. ამ პერიოდში შეიძლება თავი იჩინოს უგუნებობამ, წნევამ, თავის ტკივილმა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – დღეს მოერიდეთ ქორწინებას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას, ხელშეკრულებების დადებას, სტომატოლოგიურ პროცედურებს (აუცილებლობების გარდა), თმის შეჭრას, წესების დარღვევას, კამათს, ეგოიზმის გამოვლენას. ნუ იქნებით იმპულსური.
დღე პოზიტიურია ხელმძღვანელებთან ურთიერთობისთვის, მგზავრობა-მოგზაურობისთვის, ტანსაცმელების, ავეჯის, საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენისთვის, ვარჯიშისთვის.
ჯანმრთელობა – სუსტდება თავი, სისხლძარღვები, მხედველობა, გრძნობათა ორგანოები, განსაკუთრებით, ცხვირი. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებით, განსაკუთრებული აუცილებლობების გარდა, სასურველი არ არის.
დღე ეფექტურია თირკმელების, შარდსასქესო სისტემის, ყელის მკურნალობისთვის.
ფერები და მინერალები – მინერალებიდან პრიორიტეტი მიანიჭეთ ძოწს, წითელ იასპს, იაგუნდს, ქარვას, ლაზურიტს, ისინი მოიზიდავენ სასიკეთო ენერგიებს და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს.
ფერებიდან გამოიყენეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი, ცისფერი, ისინი გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობას და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია ლომის, სასწორის, მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნებისთვის, შედარებით რთულია კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე ნეიტრალურია.
მერწყულები, თევზები, ვერძები და კუროები მაქსიმალურად უნდა მოერიდონ დღეს გადაღლას. გადაღლის შემთხვევაში, მეტია შეცდომების დაშვების ალბათობა, ასევე შეიძლება, დაიზიანოთ ჯანმრთელობა.