თბილისის გასასვლელთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, შეხლა-შემოხლის დროს რამდენიმე პირი დაშავდა.
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, „თბილისის მოლთან” მიმდინარე აქციაზე, “ტვ პირველის” ოპერატორი, ნიკო კოკაია დაშავდა.
ვიდეო: „პოლიციამ სამი შვილის დედას შემაგინა, 2008 წელს გორიდან ჩამომყავდა დაჭრილები და მე მაგინებს, როგორ დავმშვიდდე, ჩემს ქვეყანას ყიდის“ – ანი ქავთარაძე
„თქვენხელა ბიჭებს ვმკურნალობდი 2008 წელს.“
ჟურნალისტი გურამ როგავა დაშავებულ ოპერატორზე წერს:
„ნიკო მოვიკითხე და პასუხად ეს ფოტო რომ გამომიგზავნა, საშინელი ტკივილი ვიგრძენი. მომწერა, რომ მალა გადარჩა, საბედნიეროდ, მოტეხილობა არ არის, ექიმები აგრძელებენ კვლევას და დაკვირვებას. ჯანმრთელობა ნიკოს და გამარჯვება ჩვენ! ნიკო კოკაია ✊ფოტოს გასაჯაროების ნებართვა მომცა და გიზიარებთ!
დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ივანიშვილს ხალხის ძალის ეშინია, იცის, რომ ბევრი ვართ, იმდენი ვართ, რომ შეგვიძლია მაგისტრალები გადავკეტოთ და კანონიც ამიტომ შეცვალეს! ერთად ძლიერები ვართ! ბრძოლა გრძელდება!“ – წერს გურამ როგავა სოციალურ ქსელში.
ხატია დეკანოიძე: „ესენი არ არიან პოლიციელები, ესენი არიან ველურები – არ გვეშინია“