LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიურ ქალაქში სექსშოპები და საშაურმეები აკრძალეს

44

იტალიურ ქალაქში სექს-შოპები და საშაურმეები აკრძალეს. ტოსკანაში მდებარე ქალაქ პისტოიას ადმინისტრაციამ გამოსცა ახალი დადგენილება, რომელიც ისტორიულ ცენტში მდებარე მაღაზიებსა და რესტორნებს შეეხებათ. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქალაქში განთავსებული ყველა აბრა მხოლოდ იტალიურ ენაზე უნდა იყოს დაბეჭდილი და მათი შეფერილობა ზედმეტად ღია არ უნდა იყოს. ფულის გადასახურდაველები ჯიხურების, სექს-შოპებისა და საშაურმეების გახსნა კი საერთოდ აიკრძალა.

როგორც „The Local” იუწყება, ტოსკანელები ახალი ღამის კლუბების და ალკოჰოლის გასაყიდი სავაჭრო ობიექტების გახსნასაც ეწინააღმდეგებიან.

შეგახსენებთ, რომ წარსულში პისტოიას ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობაც შეზღუდეს, რათა გარემოს დაბინძურება შეემცირებინათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები