სამოქალაქო აქტივისტი ზურაბ შონიას სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს და ამბობს, რომ მას დიღომში პოლიციამ სასტიკად სცემა.
აქტივისტსა და მზარეულს ხილული დაზიანებები მთელს სახეზე ახლაც ეტყობა. მან „ინგოროყვას“ კლინიკა დღეს დატოვა და „ტვ პირველთან“ საუბრისას თქვა, რომ მომხდარის შესახებ დეტალები არ ახსოვს, რადგან თავს იცავდა.
„დამიჭირეს, მცემეს… იურისტებს რომ შევხვდები და მერე ალბათ უფრო დეტალურად მოვყვები. დაკავების მანქანამდე სანამ მიმიყვანეს, იქამდე მოხდა.
სახალხო დამცველის აპარატი: „საგანგაშოა, რომ თითქმის ყველა დაკავებული, 22 პირი, სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს – 11 მოქალაქეს ხილულად აღენიშნებოდა სხეულის დაზიანებები, ძირითადად, სახის არეში“
სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა გუშინ, „თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციაზე დაკავებული და დაზარალებულები მოინახულეს.
ვერაფერი დავინახე, რადგან თავჩახრილი ვიყავი და მირტყამდნენ, მერე ჩამსვეს მანქანაში. მანქანაში პატრული ნორმალურად მექცეოდა.“ – უთხრა მედიას ზურაბ შონიამ.
❗ „დამიჭირეს, მცემეს… თავჩახრილი მირტყეს -პირველი ინტერვიუ მზარეულთან, რომელიც "ხარებას" რაზმმა სასტიკად სცემა
Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on Tuesday 4 February 2025