საზოგადოებრივი მაუწყებლის 18:00-საათიანი „მოამბის“ პროდიუსერის, თამუნა კენკიშვილმა სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ამავე ტელევიზიის ჟურნალისტის ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მის გულწრფელობაში ეჭვი ეპარება.
კენკიაშვილის თქმით, სწორედ ამ მიზეზის გამო, იგი 18:00-საათიანი „მოამბის“ პროდიუსინგზე უარს ამბობს:
„6-საათიანი მოამბის პროდიუსინგზე ვთქვი უარი, რადგან მე ვასკას გულწრფელობაში უბრალოდ ეჭვი მეპარება. 28 ან 29 ნოემბერს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი სრულიად მოულოდნელად, ისე, რომ წინაპირობა უბრალოდ არ ყოფილა, რომ რამის გაშუქებით უკმაყოფილო ყოფილიყო, გავიდა ეთერიდან და აღარ დაბრუნებულა.
6-საათიანი „მოამბის“ პროდიუსერი პოსტს ტოვებს – ამ დრომდე უცნობია, წაიყვანს თუ არა გადაცემას ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი
მაია ჭუჭულაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის 6-საათიანი „მოამბის“ პროდიუსერი ამბობს, რომ უარი თქვა ამ პოზიციაზე მუშაობის გაგრძელებაზე, რომლის წამყვანიც ვასილ ივანოვ-ჩიქოვანია. ჩიქოვანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე პირდაპირ თქვა, რომ არხზე არის გავლენები, არ ისხმის ხალხის ხმა. „ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკი ვერ პასუხობს მისი სარედაქციო პოლიტიკით საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებს. ვიმეორებ გავლენა არსებობს, ეს გავლენა არის […]
სანამ ჩვენ გავიგებდით ამ ამბის შესახებ, სოციალურ ქსელში დაიწერა, რომ ვასილმა პროტესტის ნიშნად დატოვა ეთერი, მესამე თუ მეოთხე დღეს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი შევიდა ეთერში და თქვა, რომ ვასილ მაღლაფერიძე არის ამ არხის პრობლემა.
სალომე ზურაბიშვილმა მიიწვია ჟურნალისტები, მათ შორის დაზარალებული ჟურნალისტები და მათ შორის, იყო ვასილ ივანოვ-ჩიქოვანიც და მას მამაცობისთვის გადასცა მედალი, რომელსაც არ ვიცი, 7 საათზე რომ დაიხურავდა ქუდს, იმ პერიოდში, როცა ჩვენ მართლა 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდით, ის სამსახურში არ ყოფილა. ის ველზე არ ყოფილა. მას გაზი არ ჩაუყლაპავს და ჯილდო მიიღო“. – აღნიშნა პროდიუსერმა საზმაუს სამეურვეო საბჭოს სხდომაზე.