„მოამბის“ ტელეწამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ეთერიდან ჩახსნეს, ვერ ადასტურებს და ამბობს, რომ „მენეჯმენტისგან ამის შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ არ იცის“.
„ფორმულას“ კითხვას, ადასტურებს თუ არა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის საზოგადოებრივი მაუწყებლის 18:00 საათიანი მოამბიდან ჩახსნეს, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი პასუხობს:
„მენეჯმენტისგან ამის შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილება არ ვიცი, შესაბამისად, ვერც დავადასტურებ, ვერც უარვყოფ. უნდა შევხვდე, მე თვითონაც მაინტერესებს საკითხის გარკვევა. ველოდები კომუნიკაციას”, – ამბობს ის.
ცნობისთვის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ბოლო 2 თვის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის ერთ-ერთი მონაწილეა.