LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford-ის ჭკვიანი მინა უსინათლოებს პეიზაჟის „დანახვაში“ დაეხმარება

63

კომპანია Ford-მა შეიმუშავა ჭკვიანი მინის პროტოტიპი, რომელიც უსინათლო მგზავრებს საშუალებას მისცემს ავტომობილის ფანჯრებიდან პეიზაჟი „დაინახონ“. ამისათვის, მარკის იტალიურმა განყოფილებამ  და სტარტაპმა Aedo ვიბრაციის სხვადასხვა ინტენსივობის გამოყენებით სურათის „ტრანსლირება“ შემოგვთავაზეს.
ტექნოლოგია სახელწოდებით Feel The View ობიექტებს ფოტოს უღებს და შავ თეთრ გამოსახულებად გარდაქმნის. ამასთან, ნაცრისფერის ყოველ ტონს მინის ვიბრაციის თავისი შაბლონი შეესაბამება. სულ ასეთი 225-ია. Ford-ის წარმომადგენლების თქმით, უსინათლოებისათვის Feel The View მოგზაურობას დაუვიწყარ თავგადასავლად აქცევს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები