მაია ჯორჯაძე შვილის, ზუკას ვაჟთან დამოკიდებულებას აფასებს და ჟურნალ „სარკესთან“ ამბობს, რომ არ ეგონა, თუკი ზუკა ასეთი მამა იქნებოდა:
„გიო ძალიან ყურადღებიანი იყო, ჩაბმულიც იყო შვილის აღზრდაში, მაგრამ რასაც ახლა ზუკა აკეთებს, ამას გიო ნამდვილად არ აკეთებდა. ზუკას სულ უნდა, თავის შვილთან იყოს. ბავშვს აბანავებს, უცვლის, ღამეებს უთენებს, ასეირნებს, ვერ წარმოვიდგენდი, ასეთი მამა თუ იქნებოდა, ოღონდ ამას აკეთებს არა მოვალეობის გამო, არამედ დიდი სიყვარულით გაოცებული ვარ…
პატარა გიო ძალიან ჰგავს მამას, ზუკას ასლია. ხანდახან მავიწყდება, რომ ზუკას შვილია. ისევ ის კარგი დრო მახსენდება, როცა ზუკა მეჭირა ხელში…“
ინტერვიუს სრულ ვერსიას წაიკითხავთ ჟურნალ „სარკის“ 5 თებერვლის ნომერში.