საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მხარდაჭერითა და StrategEast-ის ორგანიზებით, 10 თებერვალს, 14:00 საათზე, Microsoft for Startups ვებინარი ჩატარდება.
ღონისძიების მთავარი სპიკერი Microsoft-ის პარტნიორული განვითარების მრჩეველი ედრიან გეორგი იქნება.
ღონისძიების მიზანია სტარტაპებისა და ინოვაციური IT კომპანიების მხარდაჭერა და მათი გაძლიერება.
შეხვედრას დაესწრებიან სტარტაპების, IT კომპანიებისა და სხვა სექტორის წარმომადგენლები საქართველოდან და აზერბაიჯანიდან.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. რეგისტრაცია შესაძლებელია აქ.