LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო Microsoft-ის ინვესტორთა ქსელის წევრი გახდა

120
Microsoft

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) ოფიციალურად გახდა  Microsoft-ის ინვესტორთა ქსელის წევრი, რაც ქართული ტექნოლოგიური ეკოსისტემისთვის სრულიად ახალ გლობალურ შესაძლებლობებს ქმნის.

აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, ქართულ სტარტაპებს, სააგენტოს ხელშეწყობით, წვდომა ეძლევათ გლობალური ტექნოლოგიური კომპანიის ონლაინ ხელსაწყოებზე, წამყვან პროგრამულ უზრუნველყოფასა და ექსკლუზიურ რესურსებზე, რაც მათ საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირებაში დაეხმარება.

პროგრამის ფარგლებში, დამფუძნებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, ჩაერთონ Microsoft for Startups პლატფორმაზე, რომელიც ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ექსპერტიზას, ტექნოლოგიებსა და პოტენციურ მომხმარებლებთან კავშირის დამყარების უნიკალურ შანსს აერთიანებს.

თანამშრომლობის ფარგლებში, ქართული სტარტაპები პროდუქტის სწრაფი განვითარებისთვის 200 000 Azure-ის კრედიტებს მიიღებენ უფასოდ. ამასთან, ისინი ისარგებლებენ ფასდაკლებებითა და უფასო ლიცენზიებით ისეთ აუცილებელ პლატფორმებზე, როგორებიცაა GitHub, Microsoft 365, LinkedIn Premium და სხვა.

პროდუქტის განვითარების გარდა, პროგრამა სტარტაპებს ბიზნესის მასშტაბირებაშიც ეხმარება. ეს გულისხმობს ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების კორპორაციულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას და მათ წარდგენას უშუალოდ Microsoft-ის კლიენტების წინაშე. მთელი ამ პროცესის განმავლობაში ქართული სტარტაპები მიიღებენ პრიორიტეტულ საინჟინრო მხარდაჭერას სპეციალისტებისგან ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციისა და სწრაფი ზრდისთვის.

ქართულ სტარტაპებს უკვე შეუძლიათ შეავსონ განაცხადი და გამოიყენონ ეს უნიკალური შანსი საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები