LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე: „როდესაც ამბობ, რომ მე ვარ ქართველი პოლიტიკოსი და ამბობ, რომ სხვა ქვეყნის ინტერესები არის პრიორიტეტი, ეს უკვე თავშივე არის მოღალატეობრივი პოზიცია“

141
მამუკა ხაზარაძე, შალვა პაპუაშვილი

„ეს ნიშნავს იმას, რაც აქამდე ისედაც გულში ედოთ და საჯაროდ არ ამბობდნენ ხოლმე – სხვა ქვეყნის ინტერესების მსახურებას“,  –  ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ „აშშ-მ უნდა განახორციელოს ზეწოლა „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურ, პრო-ირანულ და პრო-ჩინურ რეჟიმზე, რათა დაიცვას თავისი სასიცოცხლო ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ინტერესები შავი ზღვის რეგიონშიც“.

პაპუაშვილის განცხადებით, როდესაც ქართველი პოლიტიკოსი ხარ და ამბობ, რომ სხვა ქვეყნის ინტერესებია პრიორიტეტი, ეს უკვე მოღალატეობრივი პოზიციაა.

„რაიმე ცუდი კი არ არის აშშ-ის რაიმე ინტერესში, მაგრამ ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი. როდესაც ამბობ, რომ მე ვარ ქართველი და ვარ ქართველი პოლიტიკოსი და ამბობ, რომ სხვა ქვეყნის ინტერესები არის პრიორიტეტი, ეს უკვე თავშივე არის მოღალატეობრივი პოზიცია. ანუ, შეგიძლიათ პირდაპირ აიღოთ „ლელოს“ წინასაარჩევნო პროგრამა, თუ ჰქონდა რამე, გადახაზოთ ყველაფერი და დააწეროთ: „ჩვენი ამოცანა იქნება სხვა ქვეყნის ინტერესების განუხრელი დაცვა საქართველოში“ – აი, ეს არის მათი ამოცანა.“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g