LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელისთვის ექიმთა ჯგუფი შექმნა

112
მამუკა ხაზარაძე, შალვა პაპუაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექიმთა ჯგუფი შექმნა. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

აღნიშნულის მიხედვით, ექიმთა ჯგუფი მზია ამაღლობელის სამედიცინო დოკუმენტაციას შეისწავლის. ჯგუფი მოამზადებს დასკვნას და რეკომენდაციებს, რომელსაც სახალხო დამცველს წარუდგენენ.

„დასკვნის საფუძველზე სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის აპარატი შემდგომ სამართლებრივ რეაგირებას განახორციელებენ. ასევე, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დაცვის ფარგლებში, ინფორმაციას მივაწოდებთ საზოგადოებას.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სახალხო დამცველის მანდატი არ არის პატიმრების მკურნალობაში მონაწილეობის მიღება და აღნიშნული უფლებამოსილება არც სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ სპეციალისტებს ექნებათ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g