LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვაპირებ, განმარტება მოვითხოვო. ასეთი პრეცედენტი აქამდე არ ყოფილა… ვერავინ ვერ იტყვის, რომ მე ვინმესთან მუშაობის პრობლემა მქონია… არც ის ვიცი, სანამ მე არ მიმყავს „მოამბე“ რა უნდა გავაკეთო“ – ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი

108
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი

„ელოდა თუ არა, რომ ეთერიდან მოხსნიდნენ“, – ვასილ ივანოვ – ჩიქოვანმა ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე რადიო „თავისუფლების“ პოდკასტში 2150 – თან ინტერვიუში ისაუბრა.

წამყვანი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვება, „მოამბის“ ეთერიდან დროებით მოხსნეს ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მასაც ჰქონდა და ასევე იცოდნენ დირექტორთა საბჭოს წევრებმაც:

„უმორჩილესად გთხოვთ, ნუ მოიხსენიებთ აუგად ჩემს იმ კოლეგებს, ვისაც ახლა მიჰყავს „მოამბე“ 18 საათზე“ – რა მიმართვას ავრცელებს ვასილ ივანოვ – ჩიქოვანი

ჟურნალისტი სთხოვს საზოგადოებას, ნუ მოიხსენიებენ აუგად იმ ჟურნალისტებს, ვისაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე ახლა მიჰყავს „მოამბე“ 18 საათზე.

„სამეურვეო საბჭოს წევრები რომ გამოვაკლოთ, ასეთი შეხვედრა მანამდე უკვე შედგა.

ანუ ის, რომ რაც მე „ეიჩარისგან“ მომივიდა, რომ ამ საბჭოზე გაკეთებული განცხადებიდან გამომდინარე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ თქვენ ჩაეხსნათ, მე ამის შესახებ მანამდე ვიცოდი, იცოდნენ დირექტორთა საბჭოს წევრებმაც…

იყო ასეთი შეხვედრა, არც ოფიციალური არც არაოფიციალური. მოკლედ მე ვიცოდი, რომ ეს დამოკიდებულება არსებობდა.

ამავე შეხვედრაზე ხელმძღვანელი პირებისგან (არხის გენერალური დირექტორი და საინფორმაციოს ხელმძღვანელი) გაჟღერდა კითხვა, რომ „რა ვქნათ“, მე გამიკვირდა რატომ მეკითხებოდნენ. ვუთხარი თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, რა გადაწყვეტილებაც გინდათ ამ არსებული მოცემულობიდან გამომდინარე…

საბოლოოდ ჩაიწერა, რომ გადაწყვეტილება მიღებული იყო „ბორდზე“ გაკეთებული განცხადებიდან გამომდინარე…

ვერავინ ვერ იტყვის, რომ მე ვინმესთან მუშაობის პრობლემა მქონია“, – ამბობს ჟურნალისტი.

მისივე თქმით, აპირებს, „მოამბის“ ეთერიდან მოხსნასთან დაკავშირებით განმარტება მოითხოვოს.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი უბრალოდ კერძო ტელევიზია და კერძო კომპანია არ არის, რომ ვიღაცის უშუალო გადაწყვეტილებით რაღაცა მოხდეს. აქ ყველაფერს კანონი არეგულირებს და მე ვაპირებ, განმარტება მოვითხოვო.

ასეთი პრეცედენტი აქამდე არ ყოფილა. ჩვენ კანონს ვექვემდებარებით და ყველა თანამშრომელთან ყველაფერი კანონის შესაბამისად რეგულირდება. ამის გამოთხოვას აუცილებლად ვაპირებ, რა ნორმებით მოხდა ეს ყველაფერი

სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით არც ის ვიცი, სანამ მე არ მიმყავს „მოამბე“ რა უნდა გავაკეთო, როდესაც წერილი მივიღე, ეიჩარს ოფიციალურად დავუდასტურე და მივწერე, რომ გასაგებია, მაგრამ მანამდე რა გავაკეთო?…“ – განაცხადა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.

საია: „საზოგადოებრივი მაუწყებელი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს საჯარო პოზიციების გამო დევნის“

ცნობისთვის, მოამბის წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი დროებით ეთერიდან მოხსნეს. ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციამ ამ გადაწყვეტილებას ცენზურა და მიუღებელი პოლიტიკური ჩარევა უწოდა. ეთერიდან მოხსნამდე ივანოვ-ჩიქოვანი საზოგადოებრივ მაუწყებელში სახელისუფლებო გავლენებზე ღიად საუბრობდა და „მოამბის“ ეთერში, ყოველი ამბის წინ დაჭერილ კოლეგას, მზია ამაღლობელს და სხვა დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g