LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კოჟორიძე: „კლინიკაში გადაიყვანეს – მითხრა, რომ ოპერაციის შემდეგ მდგომარეობა გართულდა და სუნთქვის პრობლემები ჰქონდა“

339
კახა კოჟორიძე და ვეფხია კასრაძე

პარტია „ლელოს” წევრი ვეფხია კასრაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.

ამის შესახებ „ფორტუნას“ ვეფხია კასრაძის ადვოკატმა კახა კოჟორიძემ განუცხადა.

როგორც კახა კოჟორიძემ გვითხრა, კასრაძემ ორშაბათს, 3 თებერვალს ცხვირის ოპერაცია გაიკეთა და იმავე დღეს საკანში დააბრუნეს. იმის გამო, რომ ნაოპერაციევი გაურთულდა, მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

„ციხეში შევხვდი, მითხრა, რომ პატიმრად კი არა, ტყვედ მიიჩნევს თავს“ – უფლებადამცველი კახა კოჟორიძე ამბობს, რომ ვეფხვია კასრაძემ ციხეში შიმშილობა დაიწყო

„ორშაბათს, 3 თებერვალს ცხვირის ოპერაცია გაიკეთა, იმავე დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. გუშინ საუბრისას მითხრა, რომ მდგომარეობა გართულდა და სუნთქვის პრობლემები ჰქონდა.

ადვოკატი: „რევაზ კიკნაძემ დამირეკა ციხიდან, ვეფხია კასრაძე არის ძალიან ცუდად, ჩირქი მოსდის, კლინიკაში არ გადაჰყავთო“

ვეფხია კასრაძე საპროტესტო აქციებზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობის ბრალდებით დააკავეს.

მეორე ადვოკატს დაურეკა და უთხრა რომ ჩირქი სდიოდა. ჩვენი ინფორმაციით, ამჟამად კლინიკაშია გადაყვანილი, რამდენად მძიმეა მდგომარეობა, ამაზე ექიმის გარეშე, ვერაფერს გეტყვით“, – განუცხადა „ფორტუნას“ კახა კოჟორიძემ.

მანამდე ადვოკატმა ელგუჯა ავსაჯანიშვილმა დაწერა, რომ დღეს, 11:15 საათზე რევაზ კიკნაძემ ციხიდან დაურეკა და უთხრა, რომ ვეფხია კასრაძე ძალიან ცუდად იყო და კლინიკაში არ გადაჰყავდათ.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები კასრაძე კლინიკა „ვივამედში“ მოინახულებენ.

ვეფხია კასრაძე მოსამართლეს: თავისუფლება კი არ წამართვით, პირიქით, ასეთი თავისუფალი არასდროს ვყოფილვარ – მოძღვარი თუ გყავთ? თუ არ გყავთ, გირჩევთ, მოინანიოთ ეს ცოდვა, ეს არის ბოროტება რასაც თქვენ აკეთებთ

ცნობისთვის, ვეფხია კასრაძე საპროტესტო აქციაზე, 4 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ედავება, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას გულისხმობს და 6-იდან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

magti 5g