ზაზა ფაჩულიას სიდედრი ზეინაბ დვალიშვილი გადაცემას „დღის პოსტი“ სტუმრობდა.
გადაცემაში ქალბატონმა ზეინაბმა გაიხსენა, როგორ სთხოვა ხელი მას და მის მეუღლეს კალათბურთელმა.
„როცა ზაზა მოვიდა გვითხრა, თამაშები მეწყებაო, ვეღარ ჩამოვალო და თუ შეიძლება თიკა წამოვიდესო, მე და ჩემი მეუღლე ვიყავით, უფრო მეუღლეს ვუყურებდი ის რას გადაწყვეტდა, ჩემი ქმარი სპორტის გიჟია, ფეხბურთის, კალათბურთის..მეტი რა უნდა ვთქვა…“ – აღნიშნა ზაზა ფაჩულიას სიდედრმა.