ცნობილია, რომ გიგი დედალამაზიშვილის მეუღლე, მარინა კარპი, „მგზავრების“ დიდი გულშემატკივარია და თითქმის ყველა კონცერტს ესწრება. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში განსაკუთრებულად ემოციური ვიდეო გავრცელდა.
„მგზავრების“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, როგორ უჭერს მხარს გიგი დედალამაზიშვილს მისი მეუღლე. კადრებში, რომლებიც ერთ-ერთ კონცერტზეა გადაღებული, მარინა კარპი იმყოფება კულისებში, იღებს ვიდეოს და თან მღერის.
„როცა შენი ცოლი, შენი მხარდამჭერია“, – აღნიშნულია ჯგუფ „მგავრების“ მიერ ატვირთულ პოსტში.
ვიდეოს კომენტარებში, რომელიც სოციალურ ქსელში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს, აღნიშნავენ, რომ გიგის და მარინას ძლიერი ემოციური კავშირი და მათი განსაკუთრებული სიყვარული, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ოჯახური მხარდაჭერის მნიშვნელობას კარიერაში.