LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

FRUIT LOGISTICA 2025-ზე ქართული პავილიონი იყო წარმოდგენილი

109
FRUIT LOGISTICA 2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ბერლინში საერთაშორისო გამოფენაში „FRUIT LOGISTICA 2025“ იმ რვა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, რომელთა პროდუქტებიც ევროკავშირის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.

ქართულ პავილიონში წარმოდგენილი იყო ლურჯი მოცვი, თხილი და სანელებლები.

ქართული კომპანიის წარმომადგენლებმა, ღონისძიების ფარგლებში, სავაჭრო კავშირების დამყარების მიზნით, არაერთი შეხვედრა გამართეს.

„FRUIT LOGISTICA“ მსოფლიოში აგროსასურსათო მიმართულების ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა. წლევანდელ ღონისძიებაში 145 ქვეყნიდან 2700-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა.

magti 5g