LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგროსექტორის მხარდასაჭერად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ახალი სახელმწიფო პროგრამა წარადგინა

113
დავით სონღულაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ახალი პროგრამა – „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ წარადგინა, რომელიც აგროსექტორის მხარდაჭერის განახლებულ და თანამედროვე მიდგომას ეფუძნება.

„აგროთანადაფინანსების პროგრამა მომზადდა ფერმერებთან ფართო დიალოგისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ქვეყნის რეალურ საჭიროებებზე დაყრდნობით. შედეგად, ჩამოვაყალიბეთ სექტორის მხარდაჭერის ახალი ხედვა, რომელიც ეფუძნება ეფექტიანობასა და შედეგზე ორიენტირებულობას. პროგრამის მთავარი მიზანია აგროსექტორის განვითარების დაჩქარება, ცოდნის გაღრმავება, ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა და სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერება. ამ რეფორმამ უნდა უზრუნველყოს ფერმერების გაძლიერება, მაღალხარისხიანი ქართული პროდუქციის წარმოება, იმპორტის ჩანაცვლება და საექსპორტო პოტენციალის ზრდა”, – აღნიშნავს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი.

„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ მიზნად ისახავს ერთიანი, ინტეგრირებული, გამჭვირვალე და შედეგებზე ორიენტირებული სისტემის ჩამოყალიბებას. ბენეფიციარები შეირჩევიან წინასწარ განსაზღვრული და გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს პროცესის სამართლიანობასა და ეფექტიანობას.

გარდა ამისა, პროგრამა ითვალისწინებს პრიორიტეტული სექტორების მიზნობრივ შერჩევას, რაც ხელს შეუწყობს რესურსების ოპტიმალურ გადანაწილებას და მაქსიმალურ შედეგს.

პროგრამის ფარგლებში დაინერგება თანამედროვე ინსტრუმენტები და მექანიზმები, განვითარდება მონაცემთა ბაზები და გაძლიერდება მონიტორინგის სისტემა. ეს უზრუნველყოფს პროცესების უწყვეტ ანალიზს, შედეგების შეფასებას და საბიუჯეტო სახსრების ეფექტიან გამოყენებას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აგროსაქმიანობის კომერციალიზაციის გაძლიერებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სექტორის მდგრად განვითარებას და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერებას.

magti 5g