LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია მიკრო და მცირე ბიზნესისთვის თანადაფინანსებას 50 000 ლარამდე ზრდის

121
ფული

დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის საპილოტე პროგრამა ფართოვდება და სრულმასშტაბიან პროექტად ყალიბდება – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ცვლილების მთავარი სიახლე მეწარმეებისთვის დაფინანსების ლიმიტის გაზრდაა – თუ აქამდე მაქსიმალური თანხა 20 000 ლარი იყო, ამიერიდან ბენეფიციარები 50 000 ლარამდე თანადაფინანსებას მიიღებენ. უპირატესობა მიენიჭებათ იმ მეწარმეებს, რომლებსაც უკვე აქვთ აქტიური საწარმო და ბიზნესის განვითარების რეალურ გეგმას წარადგენენ.

კახა კალაძის განმარტებით, საპილოტე რეჟიმმა, რომელიც გასულ წელს დაიწყო, მაღალი ინტერესი გამოიწვია და მონიტორინგმა დადებითი ეფექტი აჩვენა. გასულ წელს, პროგრამის ფარგლებში, 50-მდე მეწარმე დაფინანსდა, რომლებმაც საჭირო დანადგარები და აღჭურვილობა შეიძინეს.

თანადაფინანსების პროპორციულობა მოთხოვნილი თანხის მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • 5000 ლარამდე – მერია აფინანსებს 90%-ს;
  • 5000-დან 20 000 ლარამდე – მერია აფინანსებს 85%-ს;
  • 20 000-დან 30 000 ლარამდე – მერია აფინანსებს 80%-ს;
  • 30 000-დან 50 000 ლარამდე – მერია აფინანსებს 70%-ს.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებისთვის საბუთების მიღება უახლოეს პერიოდში დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g