LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთის პარლამენტმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი მიიღო – კანონპროექტს მხარი 63-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 7 იყო

117
სომხეთის პარლამენტი

„სომხეთის პარლამენტმა სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო“, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია, ARMENPRESS ავრცელებს.

ARMENPRESS – ის ცნობით, კანონპროექტს მხარი 63-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 7 იყო.

აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორი სამოქალაქო ინიციატივა „დემოკრატიული ძალების პლატფორმაა“, რომელმაც 2 თვეში 60 ათასი ხელმოწერის შეგროვება მოახერხა.

კანონპროექტი სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ 2024 წლის 9 იანვარს დაამტკიცა.

magti 5g