LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემურ ჭყონია: „პოლიტიკური გამოსავალი არის არჩევნები… ახლა ჩიხში ვართ, საიდანაც არსებობს გამოსასვლელი, იმედია, ორმოში არ ჩავვარდებით, იქიდან ამოსვლა ძალიან რთულია“

132
თემურ ჭყონია

„ჩვენ ახლა ჩიხში ვართ. თუმცა, ჩიხიდან გამოსასვლელი უამრავი გზა არსებობს, გააჩნია, რომელ გზას ავირჩევთ. ამ გზის არჩევანი დამოკიდებული უნდა იყოს საზოგადოებაზე და არა პარტიაზე“, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ განაცხადა.

როგორც მან BPN-ს განუცხადა, თუ საზოგადოების დაკვეთა არის, რომ ისევ დავუბრუნდეთ ევროპასთან კულტურულ, პოლიტიკურ, ფინანსურ ურთიერთობას, რომელიც ადრე გვქონდა, ასეც უნდა მოხდეს:

„აქედან პოლიტიკური გამოსავალი არის არჩევნები. როდესაც პოლიტიკური კრიზისი იწყება, უნდა მოხდეს გადატვირთვა, ახალი არჩევნები, ან უნდა ნახოს პოლიტიკურმა ძალამ გამოსავალი, როგორ განაახლოს ურთიერთობები.

თუმცა, როდესაც ნდობის ფაქტორი გაქვს დაკარგული, ამის განახლება რთულია. რაც დრო გავა, სულ უფრო გაგვიჭირდება გამოსავლის მოძებნა. ახლა ჩიხში ვართ, საიდანაც არსებობს გამოსასვლელი, იმედია, ორმოში არ ჩავვარდებით, იქიდან ამოსვლა ძალიან რთულია“. – განაცხადა თემურ ჭყონიამ.

მამუკა მდინარაძე: „თემურ ჭყონიას ერთ მეგობრულ რჩევას მივცემდი, პოლიტიკაში ზედმეტად ნუ ჩაერევა, თავის სანქციებს მიხედოს, რომელიც შეიძლება თავისივე სათავო ოფისიდან დაუწესონ იმის გამო, რომ პოლიტიკაში ზედმეტად ერევა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g