LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ნაკრებში ტედ მაკფადენი ითამაშებს: მაიკლ დიქსონი წავიდა (ვიდეო)

163

მაიკლ დიქსონის საქართველოს ნაკრებში აღარ ითამაშებს. მის ნაცვლად სერბეთის წინააღგმდეგ ნაკრებს ტადეუს მაკფადენი დაეხმარება.

დიქსონი საქართველოს ნაკრებში 2016 წლიდან თამაშობდა და გუნდს „ევრობასკეტ 2017“-ის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა. მან ევროპირველობაზეც ჯგუფური ეტაპის ხუთივე შეხვედრაში იასპარეზა.

რაც შეეხება მაკფადენს – 31 წლის კალათბურთელმა კარიერის განმავლობაში საკმაოდ ბევრ ევროპულ კლუბში ითამაშა (ბრაუნშვაიგი, აპოელი, აეკი, ნანსი, პაოკი). 2017 წლის სეზონი მან კვიპროსულ „კარპოშ სოკოლში“ გაატარა, ხოლო 2018 წლიდან კი ბერძნული „კიმისის“ მოთამაშეა.

ტედ მაკფადენი 1987 წლის 29 მაისს მიჩიგანში დაიბადა. ის 1.88 მეტრი სიმაღლისაა და 82 კგ-ს იწონის. მოთამაშის კარიერა 2009 წელს დაიწყო და ერთხელ ნბა-ს დრაფტზე მოხვდა.

ამერიკელი კალათბურთელს საკმაოდ შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს (17.7 ქულა, 2.1 მხოსნა, 3.9 პასი და 1.5 ჩაჭრა). მისი დამსახურებით ბერძნულმა კლუბმა ისტორიაში პირველად მოახერხა პლეიოფში თამაში. მაკფადენი საბერძნეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და „ოლ სტარის“ მონაწილე გახდა.

„კიმისი“ საბერძნეთის უმაღლეს დივიზიონში 2016-17 წლების სეზონში დაწინაურდა.

https://www.youtube.com/watch?time_continue=27&v=aMCy_prxe7I

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები