LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტერნეტში Mercedes – Benz GLE-ს ახალი თაობის პირველი ფოტო გავრცელდა

51

ინტერნეტში Mercedes – Benz GLE-ს ახალი თაობის პირველი ფოტო გავრცელდა. ინოვაციური კროსოვერის გადაღება გერმანელმა ვიდეობლოგერმა WalkoART-მა შტუტგარტში შეძლო. ავტომობილი კამუფლაჟის გარეშეა გადაღებული, რაც იმას ნიშნავს რომ W167-ის ოფიციალურ პრემიერამდე სულ ცოტა დროა დარჩენილი.

ცნობილმა ბლოგერმა მოდელის გადაღება მხოლოდ უკნიდან შეძლო და კადრში კარგად ჩანს, რომ სიახლემ თავისი წინამორბედის პროფილი შეინარჩუნა. მთავარი განმასხვავებელი ნიშანი პატარა ზომის უკანა ფარებია. მერსედესის ინოვაციურ კროსოვერს თავის მთავარ კონკურენტთან – მეოთხე თაობის BMW X5-თან ერთად თითქმის სინქრონში წარადგენენ.

რაც შეეხება ავტომობილის ტექნიკურ მახასიათებლებს, წინა მერსედესს GLE-სგან განსხვავებით V6 3.0-ის ძრავს მიიღებს და მას 333 ცხენის ძალის განვითარება შეეძლება. სიახლის ფასი 64 ათასი დოლარიდან დაიწყება და შესაძლოა 300 ათასაც კი ასცდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები