LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყვითელი ავტობუსები და ე.წ. მარშუტკები ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს – კალაძე

435

ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ყვითელი ავტობუსები, სამარშუტო ტაქსები და მათი გამონაბოლქვი – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით,  მერია უახლოეს დღეებში სატრანსპორტო პოლიტიკას წარადგენს.

„ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, ასევე მნიშვნელოვანია ტრანსპორტის თვალსაზრისით გარკვეული შეზღუდვები. მხედველობაში მაქვს გამონაბოლქვი, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. პირველ რიგში, ჩვენ ამ პროექტის განხორციელების ლოკომოტივი უნდა ვიყოთ. მხედველობაში მაქვს არსებული ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება, რომელიც ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. სერიოზული პრობლემაა ასევე, ე.წ. მარშუტკები, მათი გამონაბოლქვი და ზოგადად ძველი ავტომობილები. ჩვენ უახლოეს დღეებში ვაპირებთ წარმოვადგინოთ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა, თუ რა უნდა გავაკეთოთ წლების მიხედვით, კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები