LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford Explorer-მა და Jeep Grand Cherokee–მა ქრაშ-ტესტები ვერ გაიარეს

61

Ford Explorer და Jeep Grand Cherokee ქრაშ-ტესტები ვერ გაიარეს. ამერიკის საგზაო უსაფრთხოების სადაზღვეო ინსტიტუტმა ახალი ტესტები ჩაატარა, რათა დაედგინა, თუ რამდენად იცავენ ავტომწარმოებლები უსაფრთხოების ნორმებს. Ford-ისა და Jeep-ის ახალმა მოდელებმა გამოცდა სამწუხაროდ, ვერ ჩააბარეს. ავტომობილებს დარტყმის ატანა მგზავრის მხრიდან მოუხდათ, რაც მარტივი არ არის და როგორც წესი, მსგავს ტესტს ერთეული მოდელები თუ გადიან. ამ შემთხვევაში კი დადგინდა, რომ Ford Explorer-ს ძარის სტრუქტურა ძალიან სუსტი აქვს. დარტყმის დროს მოდელი იმდენად დეფორმირდება, რომ წინა სავარძელზე მჯდომ მგზავრს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. არანაკლებ რთული მდგომარეობაა Jeep Grand Cherokee-ის შემთხვევაშიც. ძლიერი დარტყმის გამო ძარა დაზიანდა, კარებები გაიღო და უსაფრთხოების სისტემამაც შესაბამისად ვერ იმუშავა. ბუნებრივია, ავარიის შემთხვევაში ჯიპის მგზავრი სერიოზულ დაზიანებებს მიიღებდა.

აღსანიშნავია, რომ ქრაშ-ტესტს Ford-ის წარმოამდგენელი უკვე გამოეხმაურა და პირობა დადო, რომ ხარვეზის გამოსასწორებლად კომპანია ყველაფერს გააკეთებს. ჯიპის წარმომადგენელს კი კომენტარი საერთოდ არ გაუკეთებია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები