სლოვენიაში მიიღეს ახალი კანონი, რომელიც ფარმაცევტებს აუკრძალავს წამლის გაყიდვაზე უარის თქმას, მორალური თუ რელიგიური მოსაზრებით. სიახლის შესახებ sloboden pecat წერს.
ასეთი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ქალაქ ლენდავას აფთიაქში ქალს უარი უთხრეს კონტრაცეპტივის შეძენაზე და ეს რელიგიური შეხედულებებით ახსნეს. შემთხვევამ ბევრი კამათი და პაციენტთა უფლებების განხილვა გამოიწვია.
წარსულში სლოვენიელ ფარმაცევტებს პირადი შეხედულებების მიხედვით წამლის გაყიდვაზე უარის თქმა შეეძლოთ, თუმცა აფთიაქს უნდა ეზრუნა იმაზე რომ პაციენტს საჭირო წამალი მიეღო, მაგალითად – მას სხვა აფთიაქარი მომსახურებოდა. ამჟამად დეპუტატებმა გადაწყვიტეს, რომ ასეთი უარის თქმა შესაძლოა პრობლემა გახდეს, განსაკუთრებით მაშინ როცა საქმე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პრეპარატებს ეხება.
ამასთან, სლოვენიელ ექიმებს სრული უფლება აქვთ თავისი მოვალეობის შესრულებაზე უარი მორალური თუ რელიგიური მოსაზრებით განაცხადონ.