LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 24 თებერვალი ასტროლოგიური პროგნოზი

1042
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ემოციური და მგრძნობიარე თევზების, მთვარე კი, ორგანიზებული და შეუპოვარი თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

მიჰყევით დასახულ გეგმას, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ მიზნის მიღწევას.

არაა გამორიცხული სწორედ დღეს მიიღოთ შემოსავალი მანამდე შესრულებული საქმიდან.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის, სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოების დაწყებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ვაჭრობა და კომერცია, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება, ხელმძღვანელებთან ურთიერთობა და საკუთარი პროექტების წარდგენა.

ჯანმრთელობა – თავი შეიკავეთ კოსმეტოლოგიური პროცედურებისა და მანუალური თერაპიისგან. მოერიდეთ ალერგიული პროდუქტის მირთმევას. კარგი დღეა დიეტის დაწყებისა და მავნე ჩვევების დაძლევისთვის. გაუფრთხილდით დასუსტებულ ძვლოვან სისტემას, ხერხემალს, სახსრებს და მუხლებს.   

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ყავისფერი, კრემისფერი და ვერცხლისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, ონიქსი და ოპალი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და სასწორს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები