LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოკო ჯონსმა ახალ სიმღერაში ბრიტნი სპირსის საკულტო ჰიტის სემპლი გამოიყენა

133
photo-collage.png

კოკო ჯონსმა ახალი სიმღერა – Taste წარადგინა. სინგლის რელიზი თანმხლებ კლიპთან ერთად შედგა, რომელიც ხაზს არტისტის სექსუალურ თავდაჯერებულობას უსვამს.

აღსანიშნავია, რომ ტრეკის მისამღერში ბრიტნი სპირსის საკულტო ჰიტის – Toxic სემპლია გამოყენებული. სპირსის შემოქმედებიდან 2004 წლის ჩანაწერი ერთადერთია, რომლისთვისაც მან ,,გრემი” მოიგო.

ცნობისთვის, კოკო ჯონსის მუსიკალური კარიერა სტარტს ბავშვობიდან იღებს, თუმცა მსმენელის ყურადღების ქვეშ 2022 წლიდან მოექცა. სწორედ 2022-ში გამოუშვა მან მეხუთე მინი ალბომი – What I Didn’t Tell You, რომლისთვისაც ,,გრემის” ხუთი, მათ შორის ,,საუკეთესო ახალი არტისტის” ნომინაცია მიიღო. მისი სადებიუტო სტუდიური ალბომი – Why Not More? 25 აპრილს გამოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები