LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი: „ტექნიკურ საკითხებს მოვაგვარებთ და საქმე აღკვეთის ნაწილში სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება“

123
თორნიკე მიგინეიშვილი და ანდრო ჭიჭინაძე

ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის განცხადებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საკითხთან დაკავშირებით, ანდრო ჭიჭინაძის საქმეს სტრასბურგში გააგზავნიან.

ამის შესახებ დაკავებული მსახიობის ინტერსების დამცველმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და თქვა, რომ ამ ეტაპზე ტექნიკური დეტალები უნდა მოგვარდეს, რის შემდეგაც საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაიგზავნება:

ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი: „რომ არა აბსურდული ბრალდება, უკანონო პატიმრობა და სამაგალითოდ დასჯის მიზანი – დღეს ანდრო ნაცვლად გლდანის ციხისა, კილიმანჯაროს მწვერვალზე იქნებოდა“

„გამოვთქვით მოლოდინი, რომ კიდევ ერთხელ შევხვდებით, ოღონდ ევროპაში რომლისკენაც ქართველი ხალხი იღვწის“ – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა პატიმრობაში მყოფი მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე მოინახულეს

„რამდენიმე დღეა დარჩენილი, როცა მხოლოდ ტექნიკურ საკითხებს მოვაგვარებთ უკვე და ანდრო ჭიჭინაძის საქმე აღკვეთის ნაწილში გაიგზავნება სტრასბურგის სასამართლოში, სადაც განხილული იქნება როგორც პირველ წარდგენაზე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის საკითხი, ასევე, შემდგომში უკვე გადახედვის დროს ანალოგიური გადაწყვეტილების მიღების საკითხი, როცა ანდრო ჭიჭინაძე სხვა ბრალდებულებთან ერთად უკანონოდ დარჩა პატიმრობაში“. – განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც სოლიდარულია თითოეული პატიმრის მიმართ“ – ანდრო ჭიჭინაძის წერილი გლდანის ციხიდან

ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი: „ეს კადრები მარტის აქციებიდანაა, ცისფერი პერანგით ბიჭი, რომელსაც აქტივისტები გამოჰყავს რობოკოპების სიახლოვისგან, ანდროა, დღეს ამ ბიჭს რობოკოპებსა და სამართალდამცავებზე ჯგუფურ ძალადობას ედავებიან“

შეგახსენებთ, რომ 10 იანვარს, საპროტესტო აქციებისას დაკავებული მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი მოსამართლე, ქეთევან ჯაჭვაძემ პატიმრობაში დატოვა.

გამოყენებულია „პუბლიკისა“ და C|NEWS ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g