„ვინც მამაჩემს იცნობს მჯერა გავრცელებულ ინფორმაციას ( გული მერევა და ვერც კი ვიმეორებ რის გამო შემოვარდნენ სახლში), არავინ დაიჯერებს,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში სანდრო ცნობილაძის შვილი, ნატა ცნობილაძე წერს.
მისი თქმით, სანდრო ცნობილაძე არის ადამიანი, რომელმაც „ცხოვრებაში უამრავი სიბინძურე ნახა, მაგრამ მაინც შესანიშნავ პიროვნებად დარჩა“.
„მამაჩემი არის კაცი, რომელმაც როდესაც დედა წამართვეს, მე და ჩემი ძმა მთელი სულით და გულით დაგვიცვა, გაგვზარდა, თეთრი არ დაიშურა იმაში რომ შემდგარი ადამიანები ვყოფილიყავით. მამაჩემი ის კაცია, რომელმაც ყველაფერი თავის ზურგზე გადაიტანა და არავის გააბედვინა რამე ზედმეტი ეთქვა.
სანდრო ცნობილაძე: „ქალის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებაზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, ეს არის სასაცილო ამბავი – მაქსიმუმ, ნახონ არგენტინის ნაკრების წარმატებები და ხვიჩა კვარაცხელიას გოლები“
სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.
მამაჩემი არის ადამიანი, რომელიც მის სამშობლოს არასდროს ღალატობს და თავისუფალი დრო როგორც კი გამოუჩნდება აქციაზე დგას.
მამაჩემი არის ადამიანი, რომელმაც ცხოვრებაში ათასი სიბინძურე ნახა, და მაინც არის შესანიშნავი პიროვნება.
სანდრო ცნობილაძე, მამაჩემი არის ადამიანი, რომელმაც კბილებით დაგვიცვა მე და ჩემი ძმა, რომელსაც არასდროს უღალატია საკუთარი პრინციპებისთვის, ოჯახისთვის.
ჩვენი ოჯახის ისტორია ვინც იცით, ყველა ხვდებით ვინ არის მამაჩემი.
„დილას შემოვიდნენ, კარებს არ მაღებინებენ, ამოიღეს ტელეფონები, ლეპტოპი – სულ აქციებზე ვარ და ამას ვუკავშირებ“ – სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს
სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს. უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ „საქმე ეხება დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის მასალის უკანონოდ მოპოვებას“.
რაც ვარ, ვარ მხოლოდ იმიტომ ვარ რომ სანდრო ცნობილაძეა მამაჩემი და რამდენი ბრძოლაც არ უნდა დამჭირდეს, მის სახელს არავის შევალახვინებ.
ჩვენ კარგად ვართ, ჩვენ მაგრად ვართ, ისე როგორც ჩვენს ოჯახს შეეფერება“, – წერს სანდრო ცნობილაძის შვილი, ნატა ცნობილაძე.
ცნობისთვის, სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში სპეციალური საგამოძიებო სამსახური ჩხრეკას რამდენიმე საათის განმავლობაში ატარებდა. როგორც „ფორტუნას“ უწყებაში განუცხადეს, საგამოძიებო მოქმედებები პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალის უკანონო მოპოვების საქმეს უკავშირდება.