„ირაკლი კვირიკაძე იმიტომაცაა ნამდვილი ვარსკვლავი, რომ საქართველოში დარჩა რუსთაველზე რომ მდგარიყო და ამისთვის აჯარიმებენ“, – ამის შესახებ რეჟისორი დათა თავაძე სოციალურ ქსელში წერს, რომელიც სამართალდამცავების მიერ, ირაკლი კვირიკაძის 5000 ლარით დაჯარიმებას ეხმაურება.
„ისეთი სახელმწიფოსთვის ვიბრძვით, მართალ ხალხს ფეხებში რომ არ ებლანდება, არამედ მხარში უდგას და მათი გამარჯვებით თვითონაც იმარჯვებს! „ქართულმა ოცნებამ“ კი ქართულ ხელოვნებას მოუტანა მხოლოდ მარცხი, ან გაყალბებული წარმატება – ნაყიდი და უგემური წარმატება, მონობისთვის ნაჩუქარი წარმატება!“, – წერს დათა თავაძე.