ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში დიდთოვლობასა და სტიქიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულია ადგილობრივი მაცხოვრებელი, შუახნის მამაკაცი, რომელიც მეზობლის დასახმარებლად გადავიდა და სახლის სახურავის გადათოვლისას დაიღუპა.
ნგრევის შედეგად მამაკაცს ბეტონის ფილა ე.წ. „სინკარი” დაეცა.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.