დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან.
შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა.
შალვა პაპუაშვილი: „ვხედავთ, რომ ძალიან მძიმე ვითარებაა ამინდის მხრივ – სახელმწიფო ყველა ზომას იღებს, რაც საჭიროა, როგორც პრევენციის, ისე შემდეგ ზიანის აღმოსაფხვრელად“
ზუსტად ამით არის დაკავებული სახელმწიფო, შესაბამისი სტრუქტურები ყველაფერს აკეთებენ.
„უამინდობის გამო შექმნილი გამოწვევების აღმოსაფხვრელად ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლები და შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რათა მოსახლეობის საჭიროებები მაქსიმალურად მოკლე დროში იქნას დაკმაყოფილებული“. – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.