მთავრობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობით გამოწვეული ნგრევის შედეგად გარდაცვლილი პირის ოჯახს ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით 20 000 ლარს გადასცემს
ფულადი დახმარების მისაღებად, გარდაცვლილის ოჯახის წევრმა - შვილმა ან მეუღლემ განცხადება და საჭირო დოკუმენტები უნდა წარადგინოს სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრში.
