ქართველი მოდელის, მატილდა გვარლიანის ტრიუმფი გრძელდება. ის Harper’s BAZAAR-ის მარტის ნომრის გარეკანზე მოხვდა. გადაღებებისთვის მატილდამ იმიჯი რადიკალურად შეიცვალა. მოდელი, რომლის სავიზიტო ბარათი მოკლე, ხვეული თმაა, ფოტოობიექტივის წინაშე სწორი გრძელი თმით პოზირებს.
„მადლობა, პარიზო…“ – მატილდა გვარლიანი პარიზის მოდის კვირეულს აჯამებს
რამდენიმე საათის წინ ქართველი მოდელის ფოტოები თავის ოფიციალურ „ინსტაგრამზე“ დიზაინერმა, ვიქტორია ბექჰემმა გაავრცელა. მატილდას მისი ახალი კოლექციიდან კრემისფერი „თრენჩი“ ამშვენებს.
შეგახსენებთ, მატილდა გვარლიანი პირველი ქართველი მოდელია, რომელიც Victoria’s secret-ის შოუში მიიღო მონაწილეობა.