LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხალხო, ერთი მაგრად შევესიოთ და ვაჩვენოთ კლასი ვიქტორია სიქრეთს“ – მატილდა გვარლიანის ფოტოს Victoria’s Secret-ის ანგელოზებს შორის ყველაზე მეტი მოწონება აქვს

19329
page

სულ ცოტა ხნის წინ Victoria’s Secret-ის „ფანგვერდზე“ , „ანგელოზების“ ფოტოები გავრცელდა. ცხადია, მათ შორის არის მატილდა გვარლიანი, რომელიც პირველი ქართველი მოდელი გახდა Victoria’s Secret-ის ჩვენებაზე.

ფოტო/ვიდეო: პირველი ქართველი მოდელი Victoria’s Secret-ის ჩვენებაზე, ანგელოზების ცვენა პოდიუმზე და უბერებელი შერის პერფორმანსი

მატილდას ფოტოს სხვა მოდელებთან შედარებით გაცილებით მეტი მოწონება, უამრავი გაზიარება და კომენტარი აქვს დაგროვებული და რაოდენობა ყოველ წუთს იმატებს. ამ დროისთვის ფოტოს 16 000 მოწონება აქვს, ასე რომ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართველი მოდელი უპირობო ლიდერია.

„ხალხო, ერთი მაგრად შევესიოთ და ვაჩვენოთ კლასი ვიქტორია სიქრეთს“, „გააზიარეთ, დაალაიქეთ, დაგულეთ, დააკომენტარეთ“, „უპირობო ლიდერი“, „გასაოცარი შედეგია“, „აი, ეს არის ერთობა“, „რამდენ ხანში მიხვდება Victoria’s Secret Angels ადმინი, რომ Mathilda Gvarliani -ს ფოტო ცალკეც უნდა დადოს?“, „აბა ვაჩვენოთ ვინცაა მთავარი ანგელოზი!“, – არ წყდება კომენტარები.

ფოტო, ვიდეო: ნინო ცქიტიშვილი მატილდა გვარლიანის Victoria’s secret-ის შოუზე გამოსვლის კადრებს გვიზიარებს

The Victoria's Secret Fashion Show 2024 The sexiest Fashion Show on the earth is back! Who are your favorite Models who strut the runway? #VSFashionShow

Posted by Victoria's Secret Angels on Wednesday, October 16, 2024

მას შემდეგ, რაც გვარლიანი „ვოგის“ პირველი ქართველი ქავერ-მოდელი და „შანელის“ სუნამოს, Chance-ის სახე გახდა, მან კიდევ ერთ კარიერულ, ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია და ახლა ის უკვე ოფიციალურად, Victoria’s Secret-ის პირველი ქართველი მოდელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები