LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: პირველი ქართველი მოდელი Victoria’s Secret-ის ჩვენებაზე, ანგელოზების ცვენა პოდიუმზე და უბერებელი შერის პერფორმანსი

943
page

რამდენიმე საათის წინ, Victoria’s Secret-ის 2024 წლის გრანდიოზული ჩვენება გაიმართა. ეს მომენტი ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან Victoria’s Secret-ის პოდიუმზე პირველი ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანი გამოვიდა.

დიახ, მას შემდეგ, რაც გვარლიანი „ვოგის“ პირველი ქართველი ქავერ-მოდელი და „შანელის“ სუნამოს, Chance-ის სახე გახდა, მან კიდევ ერთ კარიერულ, ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია და ახლა ის უკვე ოფიციალურად, Victoria’s Secret-ის პირველი ქართველი მოდელია.

ნინო ცქიტიშვილი: „ნამდვილად გიდასტურებთ!!! ქასთინგის შემდეგ ამ სიახლეს ყოველ დღე მოუთმენლად ველოდებოდი და აი ისიც! 3 კვირის წინ მატილდა გვარლიანი Victoria Secret-მა შოუზე დაამტკიცა!!!“

მატილდა გვარლიანი მექსიკური „ვოგის“ გარეკანზე შეუდარებელია – ფოტოები ქართველი მოდელის „ინსტაგრამიდან“

რაც შეეხება გახსნას, ის ცხადია გრანდიოზული იყო და პირველი ანგელოზი, ვინც პოდიუმზე გამოჩნდა, გახლდათ ჯიჯი ჰადიდი, მას თავისი და, ბელა მოჰყვა. დებმა ჰადიდებმა პოდიუმზე ვარდისფერ და წითელ ფერებში გადაწყვეტილი სამოსი მოირგეს.

შოუს არც მუსიკალური პერფორმანსის გარეშე ჩაუვლია. Victoria’s Secret-ის 2024 წლის გრანდიოზული ღონისძიებაზე უბერებელმა შერიმ იმღერა, მან საკულტო ჰიტი, Believe შეასრულა.

ჩვენს პირველ ქართველ მოდელს მსოფლიო ასპარეზზე დიდ წარმატებას ვუსურვებთ და ზუსტად ვიცით, რომ ის დიდ მწვერვალებს დაიპყრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები