LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გვარამია და რასა იუკნევიჩიენე ერთად რა რესურსის მატარებლები არიან, კარგად მოგეხსენებათ… შეუძლიათ, აკეთონ განცხადებები, ფაქტი არის ერთი, ქვეყანა განაგრძობს წინსვლას“ – ირაკლი კობახიძე

160
რასა იუკნევიჩიენე, ნიკა გვარამია, ირაკლი კობახიძე

„ფაქტი არის ერთი, ქვეყანა განაგრძობს წინსვლას“, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ქობულეთში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე : „არ შეიძლება რასა იუკნევიჩიენე იყოს ევროპის სახე … დღეს ევროპელი პოლიტიკოსები, ოდიოზური ევროპარლამენტარები გათავხედებული არიან სწორედ იმის გამო, რომ არის სიცრუის ჩაკეტილი წრე – ეს წრე უნდა გაირღვეს”

კობახიძის განმარტებით, „გვარამიას და რასა იუკნევიჩიენეს არ აქვთ არავითარი რესურსი და ცარიელ განცხადებებს აკეთებენ“.

როგორც პრემიერმა განაცხადა, საქართველო განაგრძობს განვითარებას როგორც ეკონომიკური, ასევე დემოკრატიული, პოლიტიკური თვალსაზრისით:

„გვარამია და რასა იუკნევიჩიენე ერთად რა რესურსის მატარებლები არიან, კარგად მოგეხსენებათ. მათ არ აქვთ არავითარი რესურსი, ეს არის ცარიელი განცხადებები, ასეთ განცხადებებს ვისმენთ უკვე მრავალი წელია. შეუძლიათ, აკეთონ  განცხადებები. ფაქტი არის ერთი, ქვეყანა განაგრძობს წინსვლას და განვითარებას როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე დემოკრატიული, პოლიტიკური თვალსაზრისით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რასა იუკნევიჩიენე: „როგორც იქნა, აშშ ბიძინა ივანიშვილს ასანქცირებს, ევროკავშირმა უნდა მიბაძოს! – ძვირფასო კაია კალას და მარტა კოს: დროა, ლიდერობა აჩვენოთ და თბილისში ჩახვიდეთ“

მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილისთვის კვერცხების სროლაზე: „ნიკა გვარამიამ და მისნაირებმა აუნთეს მწვანე ასეთ ცუდ დამოკიდებულებას… რაც დათესეს, ის მოიმკეს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g